TherapyGeorgia რეგისტრაცია
ონლაინ ფსიქოკონსულტირება

ოთხი უფასო ონლაინ ფსიქოკონსულტაცია

ეს არის მოკლე, ოთხ შეხვედრაზე შემოფარგლული საკონსულტაციო პროცესი. შეხვედრებზე ერთად შევეცდებით, უკეთ გავიგოთ თქვენი მიმდინარე სირთულე, გამოვკვეთოთ მთავარი საკითხი და ვიპოვოთ შესაძლო შემდეგი ნაბიჯები.

ვისთვისაა?

ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს, საკუთარ ემოციურ, ურთიერთობით ან ცხოვრებისეულ საკითხზე მშვიდად და კონფიდენციალურად ისაუბროს.

რამდენ ხანს გრძელდება?

პროცესი მოიცავს 4 ონლაინ შეხვედრას. თითოეული შეხვედრა დაახლოებით 50-60 წუთი გაგრძელდება.

როგორ შევთანხმდებით დროზე?

რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით და ერთად შევათანხმებთ თქვენთვის შესაძლებელ დროს.

რას გულისხმობს ეს ფორმატი?

ფსიქოკონსულტირება მოკლე და კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული პროცესია. სავარაუდოდ, პირველი შეხვედრები დაეთმობა საკითხის უკეთ გაგებასა და გამოკვეთას, შემდეგი შეხვედრები კი შესაძლო გზების და პრაქტიკული ნაბიჯების ძიებას.

ეს ფორმატი არ ცვლის ხანგრძლივ ფსიქოთერაპიულ პროცესს. თუ ოთხი შეხვედრის შემდეგ იგრძნობთ, რომ უფრო ხანგრძლივი მუშაობა გჭირდებათ, ამის შესახებ ცალკე შევთანხმდებით. ფსიქოთერაპია ამ შემთხვევაში უკვე ფასიანი მომსახურება იქნება.

ადგილები შეზღუდულია - კვირაში ხელმისაწვდომია 4-6 ადგილი.

რა დაგჭირდებათ?

  • მშვიდი ადგილი ონლაინ შეხვედრისთვის.
  • სტაბილური ინტერნეტი და მოწყობილობა ვიდეოზარისთვის.
  • მზაობა, რომ თქვენს საკითხზე გულწრფელად და უსაფრთხო ტემპით ისაუბროთ.

რეგისტრაციის ფორმაში მიუთითეთ თქვენთვის მოსახერხებელი დღეები და დროის მონაკვეთები. ეს დამეხმარება, შეხვედრის დრო სწრაფად შევათანხმოთ.

რეგისტრაცია

ფორმით იგზავნება თქვენი სახელი და გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სასურველი დროები და მოკლე შეტყობინება, რათა რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდეთ.

შეგიძლიათ, მიუთითოთ ქართული ან საერთაშორისო ნომერი.
სასურველი დღეები
სასურველი დრო

გთხოვთ, არ გააგზავნოთ ზედმეტი სამედიცინო ან განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფორმაცია.

გმადლობთ! რეგისტრაცია მიღებულია. დაგიკავშირდებით და ერთად შევათანხმებთ დროს.
რეგისტრაციის გაგზავნა ვერ მოხერხდა. გთხოვთ, დამიკავშირდეთ ტელეფონით ან WhatsApp-ით.
📞 დარეკვა WhatsApp