ვაღიაროთ — თერაპიის დაწყება ხშირად უცნობ სივრცეში შესვლას ჰგავს. შეიძლება დაბნეულობას გრძნობდეთ, არ იცოდეთ რა თქვათ, ან მდუმარედ იმედოვნებდეთ, რომ თერაპევტი თქვენს ყველა საიდუმლოს „გაიგებს" და პასუხებს მოგაწვდის. მაგრამ თერაპია ჯადოქრობა არ არის — პროცესში პასიური ჩართულობა არ იმუშავებს.

სიმართლე ისაა, რომ თერაპია ყველაზე კარგად მუშაობს, როდესაც მაქსიმალურად ჩართული ხართ. მიუხედავად დიაგნოზისა, წარსულისა, თუ თერაპიის დაწყების მიზეზისა, შედეგი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სესიებზე როგორ მუსაობთ. ეს არ ნიშნავს სრულყოფილებას — ეს ნიშნავს ჩართულობას.

1. აირჩიეთ სწორი თერაპევტი — არა უბრალოდ პირველი, ვინც მოიძებნება

თერაპევტის პოვნა შეხვედრის დაჯავშნაზე მეტს ნიშნავს. ეს შესაფერისი ადამიანის პოვნის მცდელობაა. მცდელობა იპოვო ადამიანი, რომელიც კვალიფიცირებული, გამოცდილი და თქვენს პიროვნებასა და მიზნებთან თავსებადია. შესაფერისი თერაპევტი გიქმნის უსაფრთხოებას, ნდობასა და თანამგზავრობის შეგრძნებას. შეუფერეელი — პროგრესს დასაწყისშივე შეაფერხებს.

გაითვალისწინეთ მათი სპეციალიზაცია, თერაპიული მიდგომა და სამუშაო სამიზნე ჯგუფი. წინასწარ კითხვების დასმა ყოველთვის ღირს— ეს თქვენი უფლებაა.

შემთხვევის განხილვა

ნიკა, 33 წლის, თერაპია დაიწყო განშორების შემდეგ, რომელმაც დეპრესიული კრიზისი გამოიწვია. მისი პირველი თერაპევტი კეთილი იყო, მაგრამ პასიური. ერთი თვის შემდეგ ნიკამ სიარული შეწყვიტა — გრძნობდა, რომ „კედელს ელაპარაკებოდა". მეორე მცდელობისას მან მოიძია სპეციალისტი, რომელიც მამაკაცებისა და დეპრესიის საკითხებში მეტად გამოცდილი იყო. ერთ წელიწადში ეს თერაპევტი მას თვითრწმენის აღდგენაში, მიზნების გადააზრებასა და ახალი, მიზანმიმართული ცხოვრების შექმნაში დაეხმარა.

→ ეძიეთ როგორც განათლება, ისე შესაბამისობა. ყურადღებით წაიკითხეთ ბიოგრაფიები. კითხვები წინასწარ დასვითხ — თქვენ პარტნიორს ირჩევთ, არა მომსახურების მიმწოდებელს.

2. ჩანიშნეთ სესიები მაშინ, როდესაც საუკეთესო მდგომარეობაში ხართ

ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი რჩევაა: როდის ხვდებით თერაპევტს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რაზე საუბრობთ. თუ სესიებზე დაღლილი მოდიხართ, გაფანტული ან ემოციურად გამოფიტული — ეს განწყობის პრობლემა არ არის. შეიძლება ეს უბრალოდ ცუდი განრიგია.

თერაპიას ყურადღებახ, ემოციური ხელმისაწვდომობა, აქტიურობა და მოწყვლადობისთვის გარკვეული მზადყოფნა სჭირდება. ეს ყველაფერი უფრო ძნელია, თუ გრძელი სამუშაო დღის შემდეგ მიდიხართ, ან ოჯახის წევრებთან კომფლიქტის შემდეგ.

შემთხვევის განხილვა

ეკა, 41 წლის მასწავლებელი, სესიებს სამუშაო დღის ბოლოს ნიშნავდა. ყოველ კვირა ის გაღიზიანებული, მოუთმენელი და ემოციურად გამოფიტული ჩნდებოდა. თერაპევტმა შენიშნა, რომ ხშირად ერთსიტყვიანი პასუხებით პასუხობდა. სესიების განრიგის შეცვლის შემდეგ სხვაობა მყისიერი იყო: ეკა უფრო ღია, ნაკლებ დაცული იყო და ნამდვილი პროგრესი დაიწყო.

→ შეხვედრისთვის შემთხვევით დროს ნუ აარჩევთ. მიუდექით თერაპიის საათს, როგორც სამედიცინო შეხვედრას. მნიშვნელოვანი სამუშაოს გასაკეთებლად გჭირდებათ გონებრივი სივრცე.

3. თერაპია თანამშრომლობაა — არა სპექტაკლად

თერაპია ლექცია არ არის და არც დიაგნოზი — თერაპია დიალოგია. ზოგი კლიენტი სესიებზე „სწორი" სიტყვების თქმას ცდილობს. სხვები „გამოსწორებას" ელოდება. მაგრამ სიმართლე ისაა — თქვენ პასიური მიმღები არ ხართ. გამოცდილებას თქვენ ქმნით, პროცესის საჭესთან თქვენ ხართ.

კარგი თერაპევტი კლინიკურ ინსტრუმენტებს,თავის ინტუიციასა და გამოცდილებას გიზიარებთ. მაგრამ ის შეზღუდული ინფორმაციით მოქმედებს — თქვენი წვლილი პროცესის საფუძველია. თერაპია ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როდესაც ორი ადამიანი გზას ერთად აქტიურად ქმნის.

თერაპია არ ნიშნავს, რომ ვინმე შენს პრობლემებს „გიხსნის". აქ გამოსავალს ერთად პოულობთ.

→ თქვენი თერაპევტი თქვენი უფროსი არ არის. ილაპარაკეთ. კითხვები დასვით. უკუკავშირი მიეცით. თერაპია საუკეთესო შედეგს მაშინ იძლევა, როდესაც ორი ადამიანი ერთად მუშაობს.

4. იყავით გულწრფელი — მაშინაც კი, თუ ეს სასიამოვნო არ არის

გულწრფელობა ეფექტური თერაპიის საფუძველია. საკუთარი თავის გაფილტრული ვარიანტის წარდგენის ცდუნება, ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით განსჯის შიშის გამო. მაგრამ ეს თერაპევტს არასწორ ინფორმაციას აწვდის და თქვენს შორის დისტანციას ქმნის.

თქვენი თერაპევტი გაწვრთნილია, რომ განუსჯელად შეუმსუბუქებელ, სასირცხვილო, ან რთულად მისაღები ინფორმაციასა და გრძნობებთან იმუშაოს. ის, რისი გამჟღავნებაც გიჭირთ,ხშირად ყველაზე ძვირფასია.

→ თერაპია სპექტაკლის ადგილი არ არის. ეს გულწრფელობის ადგილია. რაც უფრო გულწრფელი ხართ,მუშაობა მით უფრო ღრმავდება.

5. ჩაერთე სრულად

ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული რჩევა ასევე ყველაზე მარტივია: ჩაერთეთ.სესიაზე გამოცხადება პირველი ნაბიჯია, მაგრამ ის, რასაც გამოცხადების შემდეგ აკეთებთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

აქტიური მონაწილეობა ნიშნავს სესიებს შორის ფიქრს, დღიურის წარმოებას, გამკლავების სტრატეგიის გამოცდას, ან კიდევ — თერაპევტთან კომუნიკაციას, თუ კვირის განმავლობაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. პატარა ქმედებები დიდ ძვრებს იწვევს.

→ თერაპია ხელსაწყოა. ცხოვრება — მისი გამოყენების არეალი. რაც უფრო ჩართული ხართ, შინაგანი სამყარო მით მეტ ტრანსფორმაციას გადის.

6. თანმიმდევრული იყავით და მოთმინება იქონიე — სწრაფი შედეგები იშვიათია

ცვლილება დრო სჭირდება. და სრულ განკურნებას? კიდევ მეტი. ხშირი შეცდომაა — ვივარაუდოთ, რომ ერთ-ორი ღრმა სესია წლების შინაგან კონფლიქტს გადაჭრის. ასე არ ხდება.

თერაპია ფენებად იშლება. შეიძლება ზედაპირული სტრესებიდან — ცუდი კვირა, კამათი — ნელ-ნელა ღრმა ჭრილობებამდე მიხვიდეთ. პროცესი დროსა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ნცირე ნაბიჯები დიდი წარმატებისკენ, სვლა განაგრძე

შემთხვევის მაგალითი

ნელი, 46 წლის, შფოთვისა და პერფექციონიზმის გამო დაიწყო თერაპია. თავდაპირველად მას თერაპიის ნელი ტემპით არ მოსწონდა. მაგრამ განაგრძობდა სიარულს, მაშინაც კი „სურვილის გარეშე" როცა რჩებოდა. დროთა განმავლობაში, არა უეცრად არამედ ათეულობით პატარა ცვლილებით — მისი შფოთვა შემცირდა, ურთიერთობები გაუმჯობესდა.

→ თერაპიაში პროგრესი „ოჰ!"-მომენტებით არ იზომება. ის იზომება იმით,დროთა განმავლობაში თქვენი აზროვნება, ქცევა და ურთიერთობები თუ როგორ იცვლება. გააგრძელეთ.

7. თქვენს თავზე მუშაობა სესიებს შორისაც გააგრძელეთ

თერაპია ცალკეული სესიებით არ შემოიფარგლება. ნამდვილი ცვლილება სწორედ ამ სესიებს შორის ხდება.

სესიებს შორის სამუშაო შეიძლება მოიცავდეს: აზრების ჩაწერას, კომუნიკაციის სავარჯიშოებს, საზღვრების დაცვის ვარჯიშს, ცნობიერებაზე, ან თქვენისავე რეაქციების დაკვირვებას. თუ თერაპევტი კვირის განმავლობაში რაღაცის გაკეთებას გთხოვთ, ამას პროცესის სასიცოცხლო ნაწილად მოეკიდეთ.

შემთხვევის მაგალითი

ლუისი, 25 წლის, სოციალური შფოთვის გამო მუშაობდა თერაპევტთან. თერაპევტმა ურჩია, ყოველდღე ერთ დაბალი რისკის საუბარს გაებედა. პირველი წარმატების შემდეგ (მან მიმტანთან საუბარი გააბა) ლუისმა თავდაჯერებულობის მუხრი იგრძნო. ეს ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯი პროგრესის ჯაჭვად გადაიქცა.

→ სესიები ლაბორატორიაა. ცხოვრება — გამოცდის მოედანი. სესიებს გარეთ რაც მეტს ცდით, წინ სვლა უფრო მყარდება.

დასკვნა

თერაპია ახალ ცხოვრებას არ გაძლევთ — ის გეხმარებათ დაიბრუნოთ ის, რაც ხმაურის ქვეშ ყოველთვის გქონდათ.

იპოვეთ გამბედაობა, შეცვალოთ რისი შეცვლაც შეგიძლიათ, მიმღებლობა იმისი რასაც ვერ შეცვლით და სიბრძნე ეს ორი ერთმანეთსგან განასხვაოთ

ამ სტატიის რჩევები წესები ან ხრიკები არ არის. ისინი შეხსენებებია, რომ თქვენი საკუთარი განკურნების აქტიური აგენტი თქვენ ხართ. თქვენი თერაპევტი რუკასა და ხელსაწყოებს გაძლევთ — მაგრამ წინ სვლა თქვენი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, გამოჩნდით. იყავით ნამდვილი. გააკეთეთ სამუშაო.

გი
გიორგი ირემაშვილი, MD მედიცინის დოქტორი და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი. ჰუმანისტური, ეგზისტენციური და CBT მიდგომები. თბილისი, საქართველო.